Friday, July 16, 2010

პროექტი

პროექტის თემა-"პური"
1. თემის პრეზზენტაცია: პური ყველასთვის ნაცნობი თემაა, იმისათვის, რომ პური მაგიდაზე მოხვდეს მრავალმა ადამიანმა მოსამზადებელ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გლეხმა უნდა მოიყვანოს პურის მარცვალი; მეწისქვილემ დაფქვას მარცვლეული სხვადასხვა ტიპის ფქვილად, მეპურემ გამოაცხოს, სხვა პიროვნებამ უნდა მიიტანოს გამამცვარი პური ბაზარზე, სადაც მას იყიდიან. პურის მარცვლის დათესვიდან გამოცხობამდე მრავალი საფეხურია გასავლელი. ამ საფეხურების შესწავლით ბავშვები თანმიმდევრობა ლოგიკურ პროცესებს გააცნობიერებენ.
2. ჩამოვაყალიბებ სამუშაო ჯგუფებს, დასახელდებიან ლიდერები. პურის თემის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან. შესაბამისად გამოიკვლევენ პურის გამოცხობის სხადასხვა გზებს, შეადარებენ ერთმანეთს განსხვავებული კურტურებისთვის დამახასიათებელ დღესასწაულებს, რომლებიც დაკავშირებული არის პურთან (აღდგომა, ბარბარობა) სკოლის მასშტაბით ჩაატარებენ გამოკითხვას პურის იმ ტიპის დასადგენად, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ.
3. პროექტში მონაწილე ჯგუფებს ეცოდინებათ რა დრო აქვთ სამუშაოდ. I ჯგუფს, რომელსაც დავალებული ექნება წიგნებისა და შემოქმედებითი ნიმუშების შექმნა, მასწავლებელთან ერთად ერთი თვე ექნება დრო II ჯგუფს დაევალება გამოფენის მოწყობა სხვადასხვა ხორბლის მარცვლით 2 ან 3 კვირის განმავლობაში. III ჯგუფი წარმოადგენს პროექტთან დაკავშირებულ ნამუშევრების ნიმუშებს სამი კვირის განმავლობაში.
4. ჯგუფების ყოველი წევრი ინაწილებს დავალებებს ინდივიდუალურად.
5. თითოეული ჯგუფი იწყებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას. შექმნიან საინფორმაციო წიგნებს პურზე, პურის დამზადებაზე. გამოუშვებენ პურთან დაკავშირებულ ილუსტრირებულ წიგნებს, სკოლის მასშტაბით გააკეთებენ პურის თემის მიმოხილვას.
6. ამ ძიების ლოგიკური გაგრძელება იქნება ექსკურსიის მოწყობა პურის საცხობ ქარხანაში, სადც ნახავენ პურის ცხობის მთლიან პროცესს, გზადაგზა ჩანაწერებს გააკეთებენ მათთვის საინტერესო პროცესის შესახებ. აქვე წავუკითხავ ნაშრომს ხორბლის მარცვლიდან პურამდე, მოსწავლეები გაესაუბრებიან ხაბაზებს-ხდება დაფიქსირება. ინტერესის გამოწვევის მიზნით, მოსწავლეები თვითონ გახდებიან მზელავები, მცხობლები და გამყიდველები. ვიდეოკამერით ან ფოტოაპარატით დააფიქსირებენ ამ პროცესებს. შემდგომ ამისა მოხდება ანალიზი, ერთი დღჶ დაეთმობა პროექტის წარდგენას -მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.
პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი აკეთებს თავიანთი კვლევის შედეგების წარდგენას, მოხდება ჯგუფების შეფასება.
7. პროექტის შედეგები გამოქვეყნდება სასკოლო გაზეთში, მომზადდება სტატიები. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ვებ-გვერდს ან ბლოგს და პროექტის მიმდინარეობა და შედეგები გამოაქვეყნდება.